არაბი ქალი განქორწინებას იმის გამო ითხოვს, რომ ქმარს ბურგერის ყიდვა დაავიწყდა

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მკვიდრი განქორწინებას ითხოვს, მიზეზად ასახელებს, რომ ქმარს მისთვის ბურგერის ყიდვა დაავიწყდა. ინფორმაციას Khaleej Times ავრცელებს.
ქალი სახლში მარტო იყო მეუღლე კი მეგობრებთან ერთად გასართობად წასული. ცოლმა სთხოვა სახლში დაბრუნებისას ბურგერი წამოეღო. მეუღლე სახლში გვიან, ბურგერის გარეშე დაბრუნდა რის გამოც წყვილმა იჩხუბა და ქალი სახლიდან წავიდა.
როგორც განქორწინების ადვოკატი ამბობს, წყვილს ჯერ მოსამართლე გაესაუბრება და პრობლემის მოგვარებას ეცდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები