“აპოკალიფსი არ იქნება!” – ასტროლოგი საზოგადოებას მიმართავს

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ეხმაურება 21 დეკემბრის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს:

“იმ ხალხზე მეცინება, ვისაც ჰგონია, რომ ამ იუპიტერ-სატურნის შეერთებით რაღაც სიხშირეს მიაღწიეს ან რომელიღაც განზომილებაში გადავიდნენ. 22-ში რომ გაიღვიძებენ და ისევ ის ყაყა დახვდებათ, მერე?

საათის ციფერბლატსა და ისრებს არცერთი ადამიანი არანაირ განზომილებაში არ გადაჰყავს და არანაირ სიხშირეს არ ანიჭებს. ისინი გარკვეულ დროზე მიგვანიშნებენ და მათ საერთოდ არ აინტერესებთ, ჩვენ რისთვის ვიყენებთ ამ დროს ან საერთოდ ვიყენებთ თუ არა.

ჩვენი ერმალოსი არ იყოს: აპოკალიფსი არ იქნება!
არანაირი სიხშირე და ნაირფერადი განზომილება არ იქნება. დაიკაპიწეთ ხელები და აკეთეთ თქვენი საქმე.
დრო მიდის!

და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, დაწეროთ 2020 წლის ანალიზი და 2021 წლის გეგმებიც „ჩამოყაროთ“.
იმის თქმა, რომ „2020 წელსაც ჩამოვყარე და მერე?“ არ მიიღება.

პაპაჩემმა იცოდა, რომ გვალვიანი წლის მეორე წელს აუცილებლად უნდა დაეთესა სიმინდი, ხორბალი, ლობიო თუ კარტოფილი. მით უმეტეს უნდა დაეთესა!

ასე რომ, დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რის „დათესვას“ აპირებთ 2021 წელს და ნუ დაელოდებით, როდის გადახვალთ მე-11 განზომილებაში, რომლის პასუხი მგონი, გია დვალსაც არ ეცოდინება.
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ ჩემი სიტყვები – დახედოთ თქვენს ხელისგულებს და თქვათ: ამ ხელებს შეუძლია!

P.S. ბიძაჩემის არ იყოს: მიდით, გაიათგაჲცით ახლა!”, – წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები