ანკა მანჯგალაძე – „ავიცრათ ერთმანეთისთვის, რათა ბავშვებმა შეძლონ სკოლაში სიარული და დიდხანს გვყავდეს გვერდით საყვარელი ბებია და ბაბუები“

არქიტექტორი ანკა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან თავად ვაქნირებულია, კორონავირუსი ძალიან მსუბუქად გადაიტანა.

„#ავიცრათერთმანეთისთვის
რომ ბავშვებმა შეძლონ სკოლაში სიარული, რომ დიდხანს გვყავდეს გვერდში საყვარელი ბებიები და ბაბუები, რომ შევძლოთ სტუმრად სიარული, რომ დაბრუნდეს ჟრიამული, რომ შევძლოთ ჩახუტება და სიყვარულის გაზიარება… მე აცრამ ძალიან მსუბუქად გადამატანინა ვირუსი! აიცერით“! – წერს მანჯგალაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები