ანგელა მერკელის თვითმფრინავს ფურგონი შეეჯახა – რა გააკეთა აღელვებულმა ფანმა

ბოლო თვეების განმავლობაში, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავები, რიგი ფაქტორების გამო, ხშირად ზიანდებოდა, მაგრამ ახლა პრობლემა თვითმფრინავის გაუმართავობა არაა. ორშაბათს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე დორტმუნდის აეროპორტში ფურგონი შეეჯახა. როგორც აღმოჩნდა, ფურგონის საჭესთან კანცლერის ფანი იჯდა.

აეროპორტის თანამშრომელმა, რომელიც წითელი ფურგონით გადაადგილდებოდა, ასაფრენ ბილიკზე დაინახა დიდი თეთრი თვითმფრინავი წარწერით – “გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა”. ის ფურგონიდან გადმოხტა, რათა ანგელა მერკელთან ფოტო გადაეღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები