“ამ ძაღლის პატრონმა თავი მოიკლა, გარდაცვალებამდე ძაღლი დატოვა ისეთ ადგილას, სადაც იცოდა რომ მიაკითხავდნენ”

სოციალურ ქსელში ქუჩაში მყოფი ძაღლის ფოტო გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა, მისმა პატრონმა თავი მოიკლა და ის ისეთ ადგილას დატოვა, საიდანაც წაიყვანდნენ და უპატრონებდნენ. პატრონმა ძაღლს დაუტოვა საკვები, საწოლი, სხვა მოვლის საშუალებები. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი..

საშინელება მოხდა და დილიდან მაჟრიალებს. არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ამ ძაღლის პატრონმა თავი მოიკლა, გარდაცვალებამდე ძაღლი დატოვა ისეთ ადგილას, სადაც იცოდა რომ მიაკითხავდნენ, დაუტოვა საუკეთო ხარისხის საკვები, საწოლი, საჭირო ნივთები და ყველაფერი რაც ჭირდება. გამოემშვიდობა ძაღლს და წავიდა, ალბათ მარტო ამ ლეკვმა იცის რა მძიმე იყო ბოლო წუთი ორივესთვის..

საშინელებათა ფილმში მგონია თავი..

ვინც ლანძღავდით და ლანძღავთ პატრონს “სიკეთის სახელით” გირჩევთ ჯერ გაერკვეთ სიტუაციაში.

ლეკვი საიმედო ხელშია, წაიყვანეს და მიხედავენ.”

კომენტარები

სხვა სიახლეები