“ამინდის გავლენა იქნება უდავოდ პოზიტიური კორონავირუსთან” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ამინდის გავლენა იქნება უდავოდ პოზიტიური კორონავირუსთან, მაგრამ შესაძლოა, ვერ გააქროს ინფექცია 100 %-ით”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში ისაუბრა. 

„საერთოდ, მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები ძალიან მოქმედებს კორონავირუსზე, მის დაღუპვას იწვევს, ასევე, დაბალი ტენიანობა.

ამიტომ, რაც უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა, სტაბილურად იქნება 25 გრადუსი და მეტი და ტენიანობა დაიწევს, ზედაპირებზე გადარჩენილი კორონები ვეღარ გადარჩებიან.

ამ შემთხვევაში, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები