ამერიკელმა არქიტექტორმა სახლი ბამბუკისგან ააშენა (ფოტოკოლაჟი)

ამერიკელ ელორა ჰანდის წარმატებული კარიერა ჰქონდა მოდის ინდუსტრიაში, მაგრამ მან ყველაფერი მიატოვა და გადაწყვიტა წასულიყო ინდონეზიაში, ბალიზე და აეხდინა ოცნება. მისი ოცნება ბამბუკისაგან სახლის აშენება იყო. არქიტექტორის თქმით, მამამისი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბამბუკი იდეალური სამშენებლო მასალაა, რაც ელორასთვის იდეად და მიზნად იქცა.
„როდესაც პირველად ვნახე ბამბუკის სახლი მივხვდი, რომ სწორედ ასეთ სახლში მინდოდა მეცხოვრა“, – თქვა არქიტესტორმა. მისივე თქმით, ბამბუკი ძალიან მყარი მასალაა, ის ფოლადივით მაგარია და სწორედ ამიტომ საუკეთესოა მყარი სახლის ასაშენებლად. თუმცა ბამბუკს ერთი მინუსიც აქვს, მას ეტანებიან მწერები, ამიტომ ხეს გამუდმებით მკურნალობა სჭირდება.
ელორამ ბოლო 5 წელი მოანდომა თავისი ოცნების სახლის აშენებას და შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა, ეს სახლი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, ნამდვილი საოცრებაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები