ამერიკაში ჩასული პირველი კავკასიელები – როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ის პირველი მიგრანტები (ფოტოკოლაჟი)

ამერიკას სხვაგვარად მიგრანტების ქვეყანასაც უწოდებენ – ის ნამდვილად არის სხვადასხვა შერეული კულტურის „ბანაკი“. ბევრისთვის დღემდე უცნობია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ პირველი მიგრანტები, რომლებმაც ახალ კონტინენტს საუკუნეების წინ საცხოვრებლად მიაშურეს. უნიკალური ფოტომასალა ამერიკულმა გამოცემამ „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა, რომლებიც 1902-1925 წლებით თარიღდება.

ფოტოები მოყვარული ფოტოგრაფმა, ავგუსტუს შერმანოვმა გადაიღო, როდესაც ის კუნძულ ელისზე მდებარე სარეგისტრაციო პუნქტში კლერკად მუშაობდა. სწორედ იქ ჩადიოდნენ ამერიკის პირველი მიგრანტები. დღეისათვის კი იმ ადგილას მუზეუმი და ისტორიული არქივია განთავსებული. საკუთარ ნაციონალურ ტანისამოსში გადაღებული მიგრანტების ფოტოები პირველად 1907 წელს ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნდა. შემდეგ კი ისინი მანჰეტებზე, ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის შტაბ-ბინის კედლებზე ეკიდა.

ამჟამად უნიკალური და ისტორიული ფოტოები ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაშია დაცული. იმიგრაციის პიკი ევროპიდან ამერიკაში 1907 წელს დაფიქსირდა. მაშინ კონტინენტის სანაპიროებს თითქმის 1.3-მა მილიონმა ადამიანმა მიაშურა. მათი უმრავლესობა ეკონომიკურ მიგრანტს წარმოადგენდა. 1910 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 13,5 მილიონი მიგრანტი ცხოვრობდა, რომლებიც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 14,6 %-ს შეადგენდნენ. უკვე 1920 წლიდან ქვეყანაში შესვლაზე კვოტა დააწესეს, მას შემდეგ ყოველწლიური მიგრაცია ამერიკაში საგრძნობლად შემცირდა. წარმოგიდგენთ უნიკალურ ფოტომასალას, რომელზეც ასახულნი არიან ამერიკის კონტინენტის პირველი მიგრანტები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არიან კავკასიიდან ჩასულებიც. სავარაუდოდ, შესაძლოა, მათ რიგებში ქართველი მიგრანტებიც ყოფილიყვნენ.

მამაკაცი გერმანიიდან

1

ქალები და ბავშვები ჰოლანდიიდან

2 3

ჯარისკაცი საბერძნეთიდან ნაციონალურ ტანსაცმელში

4

რუსეთის იმპერიიდან ჩასული კავკასიელები

5 6

მამაკაცი ალჟირიდან

7

მამაკაცი ბავარიიდან, გერმანია.

8

ალბანელი ჯარისკაცი

9

ქალი და ბავშვები ლაპლანდიიდან, ფინეთის ჩრდილოეთ რეგიონი.

10 11

მამაკაცი დანიიდან

12

ქალი გვადელუპედან, კუნძული კარიბის ზღვაში, საფრანგეთის კოლონია.

1314

ახალგაზრდა ინდუსი

15

იტალიელი ქალები ნაციონალურ სამოსში

1617

ქალი ნორვეგიიდან

18

მამაკაცები რუმინეთიდან

1920

რუსული ეთნოსის ქალი, აღმოსავლეთ სლავური ეთნიკური უმცირესობის წევრი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია.

21

ქალები და ოჯახი სლოვაკეთიდან

22 23

კომენტარები

სხვა სიახლეები