“ალქიმია ისევ არსებობს”

ალქიმია შუა საუკუნეების მეცნიერება იყო, რომელიც მოიაზრებდა სხვადასხვა ლითონების ძვირფასეულობად გარდაქმნას. ალქიმიკოსთა ყველაზე ცნობილ მიზანსაც სწორედ ნებისმიერი მეტალის ოქროდ ან ვერცხლად ქცევა და სიცოცხლის ელექსირის (პანაცეას) დამზადება წარმოადგენდა, რომელიც ნებისმიერ დაავადებას განკურნავდა და უკვდავებას შესაძლებელს გახდიდა.
შუა საუკუნეების ალქიმიკოსებმა ძალიან დიდი დრო დაუთმეს ისეთი ნივთიერების ძიებას, რომელიც ორივე მიზნის მიღწევას რეალურს გახდიდა. ასევე ლეგენდის მიხედვით არსებობდა პაპირუსი, სადაც ელექსირის რეცეპტი იყო დაშიფრული. საუკუნეების შემდეგ, ჩვენს დროში მისი ძიების პროცესი კვლავ განახლდა. თანამედროვეობის ალქიმიკოსებმა შეძლეს და ამოიცნეს პანაცეას საიდუმლო და სხვადასხვა კომპონენტის გაერთიანებით შექმნეს გარემო, სადაც დაგროვილი უარყოფითი ენერგია დადებით ემოციებად გადაიქცევა. ნაპოვნი რეცეპტის გამოყენებით კი პოზიტივის ელექსირის დამზადება დაიწყეს.
რა შეიძლება იყოს თანამედროვე ალქიმია? სად შეგვიძლია დავეწაფოთ ელექსირს და ყველანაირი უარყოფითი დადებითი გავხადოთ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხი ძალიან მალე გახდება ცნობილი.
და მაინც, თქვენი აზრით რა არის ალქიმია…
alchemy.ge
R

კომენტარები

სხვა სიახლეები