“ალკოჰოლის მიღება ათბობს – 5 მითი ზამთარსა და სიცივეზე

აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო, დაედგინა თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ მშობლები, შვილები რომ არ გაცივდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც აღმოჩნდა მშობელთა უმეტესობა დღემდე ისეთ პრევენციულ მეთოდებს იყენებს, რომელიც მეცნიერულად სწორი არ არის.
წარმოგიდგენთ 5 მითს, რომელიც მსოფლიოს გარშემოა გავრცელებული და ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება.

​1. ცივი ჰაერი გაციებას იწვევს – რაც უფრო ცივა უფრო დიდი შანსია გავცივდეთ. სინამდვილეში ეს მითია. უჯრედები, რომლებიც სხეულში ინფექციას ებრძვიან, უფრო აქტიურდებიან, როცა სიცივეში გავდივართ. ამ გზით სხეული ებრძვის იმ სტრესს, რასაც სიცივე აყენებს და უჯრედებიც ამიტომ აქტიურდებიან.

2. სიცივეში ვარჯიში არ შეიძლება – სიცივეში ვარჯიში არათუ ცუდი, არამედ პირიქით, ძალიან კარგია. სიცივის გამო ადამიანები უფრო სწრაფ ტემპში ვარჯიშობენ, რა დროსაც უფრო მეტი კალორია იწვება და აქტიურად გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი. თუმცა, სიცივეში ვარჯიშისას აუცილებელია, შესაბამისი სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის შერჩევა.

3. ზამთარში ალერგიები არ გვემართება – გაჭედილი ცხვირი და სურდო, რომელიც ასე ხშირია ზამთარში, შესაძლოა, სწორედ ალერგიისგან იყოს გამოწვეული.

4. ზამთარში მზისგან დამცავი საცხები არ არის საჭირო – ზამთარში მზე დედამიწასთან უფრო ახლოს არის. ამასთან თოვლისა და ყინულისგან არეკლილმა მზის სხივებმა შესაძლოა, ისე მიაყენოს ზიანი კანს, რომ ვერც მივხვდეთ.

5. ალკოჰოლის მიღება ათბობს – კიდევ ერთი მითი. ალკოჰოლი დალევისას გვაძლევს შეგრძნებას თითქოს, შიგნიდან გავთბით, რაც გამოწვეულია სისხლის მოძრაობით ჩვენი “წითელი ცხვირისკენ” მთავარი ორგანოების გავლით. ეს ნიშნავს, რომ სხეულის ძირითად ნაწილზე ტემპერატურა მკვეთრად ეცემა.

მოამზადა სოფიო რატიშვილმა

კომენტარები

სხვა სიახლეები