ალერგიამ შესაძლოა კიბოსგან დაგიცვათ

თუ თქვენ ალერგია გაწუხებთ, ამით კმაყოფილი უნდა იყოთ, რადგან ტვინის ზოგიერთი სახეობის კიბოს თავიდან მარტივად აიცილებთ. ეს დასკვნა ამერიკელ სპეციალისტებს ეკუთვნის.

მათი მონაცემებით, პაციენტებში, რომლებსაც ალერგია სტანჯავთ, კიბოს წარმოქმნის ფაქტები გაცილებით იშვიათია. ასევე, ალერგიის მქონე ადამიანები პროცენტულად უფრო ნაკლებად ავადდებიან ლეიკემიით, სწორი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი.

ონკოლოგები ამ კანონზომიერებას ვერაფრით ხსნიან, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ალერგიულ ადამიანებს ზოგიერთი ქიმიური შენაერთისა და სხვადასხვა საშიში ელემენტის წინააღმდეგ განსაკუთრებით ძლიერი იმუნიტეტი აქვთ. სწორედ ეს იცავს მათ ორგანიზმს.

წყარო: info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები