აი, ასეთი დაავადებაა ტეტანუსი, რომელთანაც მოხალისეები ფრთხილად უნდა იყვნენ

რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მყოფ მოხალისეებს ანტიტენანური აცრისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი გაითვალისწინებს ამ რჩევას. არადა დაავადება ძალზედ სერიოზულია და მისი პრევენცია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უდრის.
ტეტანუსი გავრცელებული დაავადება არ გახლავთ და შესაძლოა, მის შესახებ ახალგაზრდებმა ან მათმა მშობლებმა ბევრი არაფერი იცოდნენ. ამიტომ გვინდა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საშიშროების თაობაზე, რათა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ შემოთავაზებული ვაქცინაციის შანსს.

როგორ იწყება
ტეტანუსის ჩხირი ბალახის მჭამელი ცხოველების ნაწლავთა მუდმივი ბინადარია. გარემოში ის ფეკალური მასების მეშვეობით აღწევს.
ბაქტერია გამრავლებას იწყებს დახურული ჭრილობის უჟანგბადო არეში და გამოიმუშავებს ძლიერ შხამს-ეგზოტოქსინს,რომელიც აზიანებს ზურგის ტვინის მამოძრავებელ ნერვულ ბირთვებს და იწვევს კუნთების კრუნჩხვებს.დაავადება იწყება ჭრილობის დაბინძურებიდან 2-25 დღის განმავლობაში.რაც უფრო ხანმოკლეა ფარული პერიოდი, მით მეტად მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.პირველი ნიშანია საღეჭი კუნთების დაჭიმვის გამო კრიჭის შეკვრა,რის გამოც გაძნელებულია პირის გაღება და ღეჭვა.ავადმყოფს უნაოჭდება შუბლი და უვიწროვდება თვალის ნაპრალი,რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ქმნის.შემდეგ ვითარდება კეფისა და კისრის კუნთების დაჭიმვა,ავადმყოფს თავი უკან აქვს გადაზნექილი.ამას მოსდევს მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები,გარდა ხელის მტევნისა და ტერფისა.წელის და ზურგის კუნთების დაჭიმვა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი საწოლს მხოლოდ თავითა და მენჯით ეხება.პერიოდულად ვითარდება შეტევითი ,მტკივნეული კრუნჩხვები.გაძნელებულია სუნთქვა,გონება სრულიად ნათელია.გვახსოვდეს:ტეტანუსის პროფილაქტიკისათვის მიწითა და მტვრით დაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში ქირურგიული დამუშავების გარდა უნდა ჩატარდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა.

ბავშვის პროფილაქტიკური აცრა ხდება ყივანახველას,დიფტერიის და ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინით.
დაავადება მძიმეა. სიკვდილიანობა 60%-ს აღწევს
mshoblebi
მკურნალობა
ტეტანუსს გაშეშების საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით მკურნალობენ. მისი უქონლობისას ვენაში შეჰყავთ ჩვეულებრივი იმუნოგლობულინი, რომელიც გაშეშების ტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. დასალევად ან ინტრავენურად ინიშნება მეტრონიდაზოლი, რომელიც ტეტანუსის შემთხვევაში არჩევით პრეპარატად ითვლება. ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს პენიცილინი (შეჰყავთ კუნთში). ყველა ჭრილობა უნდა დამუშავდეს და გაიხსნას. ავადმყოფი აუცილებლად სარეანიმაციო განყოფილებაში უნდა მოთავსდეს.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები