ათი ყველაზე საშიში პროდუქტი, ანუ რა უნდა ვიცოდეთ სწორ კვებაზე

მარკეტოლოგები ხშირად გვესაუბრებიან ამა თუ იმ პროდუქციის უპირატესობაზე, მაგრამ არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ კარგად რეკლამირებული, შეფუთული და თუნდაც ვარგისიანი საკვები ბევრს არაფერს ნიშნავს.
კრაბის ჩხირები, იმპორტული კარტოფილი, დაკონსერვებული სიმინდი, დაკონსერვებული ბარდა, სწრაფი მომზადების ფაფები, ქაშაყი, იაფფასიანი ხიზილალა, რომელიც ქართულ ბაზარზე 3 ლარამდე ღირს, მარმელადი და ხსნადი კაკაო იმ პროდუქტთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ხშირად ხვდება.
ასეთი პროდუქცია ხშირად გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალებით გამოყავთ. მათი ვადა 2 წლიდან იწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის კარცენოგენურ დანამატებს, არომატიზატორებსა და ხელოვნურ საღებავებს შიცავს.
E621 – პროდუქტის შერჩევისას აუცილებლად დააკვირდით, ხომ არ შეიცავს ის გემოს გამაძლიერებელი გლუტამინის მჟავას, ანუ E621. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას აღმოაჩენთ, უკანვე დადეთ, რადგანაც გემოს ხელოვნურად გაძლიერების ნაცვლად სჯობს გამოიყენოთ მარილი, შაქარი, მცირე ოდენობის მწიწაკა, ან კიდევ სუნელები. ისინი გაცილებით ნატურალურია, ვიდრე ხელოვნური დანამატი E621.


   

კომენტარები

სხვა სიახლეები