ათი საუკეთესო წიგნის ჩინებული ეკრანიზაცია

 

1. „ფორესტ გამბი“

828808
„ფორესტ გამბი“ 1994 წელს რობერტ ზენიცკის მიერ გადაღებული უინსტონ გრიმის იგივე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმის ბიუჯეტისთვის 55 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. მისმა მოგებამ კი 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 1995 წელს მან ამერიკის კინომატოგრაფიის 6 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის „ოსკარი“ ერგო ფილმის რეჟისორს რობერტ ზენეცკის და მთავარი როლის შემსრულებელს ტომ ჰენკსის.

2. „ბენჯამინ ბატონის საიდუმლო საქმე“

113859

ბენჯამინ ბატონის საიდუმლო საქმე ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის თხზულების მიხედვით გადაიღეს. ფილმის ეკრანიზაცია 2008 წელს დევიდ ფინჩერის მეშვეობით მოხდა. ფიცჯერალდის ნაამბობი რეჟისორმა სრულიად სხვა კონტექსტში წარმოაჩინა და წიგნში ასახული ყველა დაუჯერებელი მომენტიც კი რეალობად აქცია. ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები ბრედ ბიტი და ქეით ბლანშეტი ასრულებენ. 150 -მილიონიან ბიუჯეტზე გათვლილმა ფილმმა ორმაგი მოგება და 13 „ოსკარის“ ნომინაცია მოუტანა მის რეჟისორს.

3. „ძაღლის გული“

828808
”ძაღლის გული” მიხეილ ბულგაკოვის იმავე სახელწოდების წიგნის 1988 წლის ეკრანიზაციაა. კარგად შერჩეულმა მსახიობებმა, საუკეთესო ვიზუალიზაციამ და საუკეთესო სცენარმა ფილმის უდავო წარმატებაც განაპირობა. რუსი რეჟისორის ვლადიმერ ბორტკოს ფილმი ”ძაღლის გული” დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება ყოფილი საბჭოთა კავშირის კინომატოგრაფიაში.

4. „გაქცევა შაუშენკოდან“

873535
ფრენკ დარაბონტის ფილმი ”გაქცევა შაუშენკოდან” რიტა ხიურტის წიგნის მოტივებზეა გადაღებული. რომ არა ფილმის რეჟისორი ფრენკ დარაბონტი და მთავარი როლის შემსრულებელი, „ოსკაროსანი“ მსახიობი მსახიობი ტიმ რობინსი, წიგნის სიუჟეტი ფართო მასებისთვის ალბათ ვერასდროს გახდებოდა ცნობილი. 1994 წელს გადაღებულ ფილმს არ აქვს „ოსკარი“, თუმცა ბევრი ადამიანისთვის ის მაინც რჩეულია.

5. „გაზაფხულის 17 გაელვება“

834632
„გაზაფხულის 17 გაელვება“ რუსი მწერლის იულიან სემიანოვის არცთუ ისე სქელკანიანი წიგნია. მისი ეკრანიზაცია რუსი რეჟისორის ტატიანა ლეოზნოვას მეშვეობით მოხერხდა. რეჟისორმა 12 სერიად გადაღებულ ფილმში 1945 წლის მეორე მსოფლიო ომის ყველა დეტალი გააცოცხლა. ფილმის მთავარ გმირს მაქს შტირლიცს დიდი მისია აკისრია. მან უნდა დაადგინოს, აწარმოებს თუ არა ნაცისტური გერმანია სეპარატისტულ მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან და ამერიკასთან. შტირლიცი ბოლომდე ერთგულად ემსახურება მასზე დაკისრებულ დავალებას.

6. „მოხატული ვუალი“

710676

„მოხატული ვუალი“ სომერსეტ მოემის იგივე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. მთავარ როლს ფილმში ნამო ვოტსი და ედვარდ ნორტონი არსულებენ. წიგნი ორი ადამიანის სიყვარულზე გვიამბობს, თუმცა ფილმის რეჟისორმა ჯონ კურანმა სასიყვარულო დრამის გარდა ფილმს ფსიქოლოგიური დატვირთვაც შესძინა. ფილმი 2007 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულიც გახდა.

7. „ეშვები“

636726

1975 წელს ცნობილმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა რომან პიტერის წიგნის ”ეშვების” მიხედვით პირველი ბლოგბასტერი გადაიღო. ფილმი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 80 -იან წლებში და ყველანაირ რეკორდებს ხსნიდა. თუ მკითხველი კარგად დაუკვირდება, წიგნსა და ფილმს ბევრი არაფერი აქვთ საერთო, თუმცა სტივენ სპილბერგისეული ინტერპრეტაცია იმდენად კარგია, რომ უემოციოდ არ დაგტოვებთ.

8. „ინტერვიუ ვამპირთან“

634451
ნეილ ჯორდანის ფილმი „ინტერვიუ ვამპირთან“ დღესაც კინომატოგრაფიის ნიმუშად ითვლება. ის ამერიკელი მწერლის ანა რაისის წიგნის თანამედროვე ეკრანიზაციაა. ფილმში იგივე სიზუსტით არის გადმოცემული წიგნში ასახული ფაქტები, პერსონაჟები, მათი ჩაცმულობაც კი. 60- მილიონიან ბიუჯეტზე გათვლილმა ფილმმა 220 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა რეჟისორს. მთავარი გმირების ბრედ პიტის, ტომ კრუზის, ანტონიო ბანდერასის, კრისტიან სლეიტერის და პატარა კირსტინ დანტის უბადლოდ შესრულებულმა როლებმა 1995 წელს ფილმის წარმატება განაპირობა. „ინტერვიუ ვამპირთან“ „ნიუ-იორკ თაიმსმა“ 1995 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა. ის ნომინირებული იყო „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“.

9. „შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია“

861826
„შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია“ ვაინერის მოთხრობის ეკრანიზაციაა. ”წყალობის ერა” ასე ჰქვია იმ არაჩვეულებივ წიგნს, რომელიც რუსი რეჟისორის სტანისლავ გოვორუხინის შთაგონების წყარო გახდა. 1979 წელს გადაღებულ ფილმში მრავლად არის გამოყენებული წიგნის ციტატები, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს სძენს ფილმს.

10. „ქარწაღებულნი“

k54hs0

ვიქტორ ფლემინგის ფილმი „ქარწაღებულნი“ მარგარეტ მიტჩელის იმავე სახელწოდების წიგნის სიუჟეტზეა აგებული. ეს არის ფილმი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მსოფლიო კინომატოგრაფიის განძი. ის ერთდროულად მოგვითხორობს სასტიკი ომისა და მგზნებარე სიყვარულის შესახებ. მთავარი როლის შემსრულებელმა ულამაზესმა ვივიენ ლიმ და მისმა პარტნიორმა კლარკ გეიბლიმ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვეს მაყურებელზე. 1939 წელს ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ათი უმაღლესი ჯილდო მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები