ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ გიუშა ცერაძეს დახმარება სჭირდება

9 ოქტომბერს თბილისი -გორის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ გიუშა ცერაძეს დახმარება სჭირდება. ავარიის შემდეგ, მრავლობითი დაზიანებებით, ის კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

“ოთხი ურთულესი ქირურგიული ოპერაციისა და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების შედეგად, ჩემი მდგომარება დასტაბილურდა და გადავრჩი. ეს ყოველივე ჩემი ექიმების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მას შემდეგ ვაგრძელებ მკურნალობა-რეაბილიტაციას სახლში უკვე 7 კვირაა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი ტრავმა მიღებული მქონდა ქვედა კიდურზე და მოხდა გართულება, მჭირდება მეორე ოპერაცია, რომელიც ამ ეტაპზე არ ფინანსდება და საკმაოდ დიდ თანხებთანა დაკავშირებული, რომლის დაფარვაც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია”, – ამბობს გიუშა ცერაძე.

“კვირა +” დახმარების მსურველთათვის აქვეყნებს გიუშა ცერაძის საბანკო ანგარიშის მონაცემებს:

GE27TB7463845061100099

მიმღები: გიორგი ცერაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები