ავსტრალიაში ათასობით აქლემის დახოცვის ოპერაცია დაიწყო

ავსტრალიის მთავრობამ აქლემების დახოცვის დაგეგმილი ოპერაცია დაიწყო, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

ხელისუფლებამ აქლემების განადგურების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის უპრეცედენტო გვალვაა, რომელსაც ავსტრალია თვეებია ებრძვის. ამის გამო, ცხოველები წყლის ძიებაში დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან და საფრთხეს უქმნიან ადამიანებს თუ ინფრასტრუქტურას.

ოპერაციის პირველ დღეს 1 500 აქლემი დახოცეს, ხუთი დღის განმავლობაში 10 ათასი ცხოველი უნდა მოკლან.

ტყის ხანძრებს ავსტრალიაში უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 10 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები