ავეჯის სახლი „პანცილიონი“ 2016 წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა

ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანია „პანცილიონი“ წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა.
ღონისძიება, რომელიც უკვე 15 წელია ტარდება, მიზნად ისახავს იმ კომპანიების, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სტრუქტურების, ხელოვნების მოღვაწეებისა და მედია-პროექტების გამოვლენას, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების პროცესებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, ავეჯის სახლი „პანცილიონი“ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და საქართველოს მასშტაბით, ამ სფეროში უპირობო ლიდერია.
„წლევანდელ დაჯილდოებაზე, ავეჯის სახლი „პანცილიონი“ წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა. იგი მართლაც ყველაზე საუკეთესო და მასშტაბური ავეჯის კომპანიაა, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე  მსხვილი და წარმატებული მოთამაშეა, როგორც ავეჯის იმპორტის, ისე საქართველოში წარმოების თვალსაზრისით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2017 წლიდან “პანცილიონი“ იწყებს პროდუქციის საზღვრებს გარეთ ექსპორტს, კერძოდ, ბელგიაში, რაც იქნება პირველი პრეცენდენტი საქართველოში. რაც შეეხება იმპროტს, მართალია უცხოეთიდან ავეჯი ბევრ კომპანიას შემოაქვს, მაგრამ „პანცილიონის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ყველაზე მაღალი ხარისხის, ბრენდული და მრავალფეროვანი ევროპული ავეჯი. სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე დავაჯილდოვეთ კომპანია “პანცილიონი“, – განაცხადა „გოლდენ არტ ჰოლდინგის“ პროდიუსერმა და დაჯილდოების ორგანიზატორმა ინგა მახარაძემ.
კომპანია „პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მარიამ ბანცურის განცხადებით, კომპანიის მესვეურთათვის ასეთი სერიოზული ჯილდოს მიღება ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა.
„ძალიან საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა, როდესაც წლის საუკეთესო კომპანიად გასახელებენ. დიდი მადლობა დაჯილდოების ორგანიზატორებს, მადლობა მათ ვინც გადაწყვიტა რომ  ჩვენ ვართ საუკეთესოები… ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს“, – განაცხადა მარიამ ბანცურმა.
კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლინური, უკრაინული და სხვა ევროპული ნაწარმის გარდა, 2007 წლიდან  “პანცილიონში“ შესაძლებელია  საქართველოში დამზადებული ავეჯის შეძენაც.  რაც მთავარია, ფასები არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და იგი დამოკიდებულია დიზაინზე, მოდელზე, მასალაზე და მწარმოებელ ქვეყანაზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური შეკვეთების მიცემაც.   

კომენტარები

სხვა სიახლეები