„ადამიანებს მარტო იარაღით არ კლავენ – პროექტის გამო არავის გავლანძღავთ“

ჟურნალისტი თათია პაჭკორია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც „X-ფაქტორის“ მეორე „ლაივ-კონცერტზე“ საუბრობს. ცნობილი ჟურნალისტი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ ეს უბრალოდ პროექტია და ამის გამო არავის გალანძღვას არ აპირებს.
ცირა კობიაშვილის დედა წინა პოსტებიდანაც მისი ქალიშვილის კონკურენტებს მხოლოდ წარმატებას უსურვებდა.
„მეგობრებო, მაპატიეთ, დაგვიანებული მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა ყოველი ზარისთვის, მხარდაჭერისთვის. ცირა ცდილობს, მაქსიმუმი დადოს, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი, რაც დამწყები არტისტისთვის არის შესაძლებელი. მადლობა ყველას გამამხნევებელი სიტყვებისთვის. კონკურსია, მეგობრებო, და შესაძლოა, გუშინ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, პროექტის გამო არავის გავლანძღავდით უშვერი სიტყვებით.
მალე ეს ზღვარგადასული ლანძღვა და სიძულვილის ენა დასჯადი გახდება, იქამდე კი ყველა თავისი ზნეობრივი მოცემულობის და აღზრდის მიხედვით იმოქმედებს. ასევე „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტიც, რომელიც ჩასაფრებული მალულად უსმენდა თურმე ცირას და მისი მენტორის საუბარს და ცირას სიტყვები სათაურში გამოტანა. თქვენ, ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგაზრდა გოგოს მიმართ, არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუბიზნესთან. თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არარსებობის გამო გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე. ადამიანებს მარტო იარაღით არ კლავენ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ ვერ მოესწრებით, ჩვენ იმაზე მეტი მხადამჭერი გვყავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ”, – წერს თათია პაჭკორია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები