ტორტი არაქისის კარაქით

ინგრედიენტები: შოკოლადის ორცხობილა – 30 გრ. შქარი – ¾ ჭიქა, კარაქი – 6 ს/კ. დარიჩინი – ½ კოვზი, ნაღების ყველი – 100 გრ. არაქისის კარაქი – 1/3 ჭიქა, ნაღები – 1 ჭიქა, შოკოლადი – მოსართავად.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშხვნათ, გამდნარი კარაქი, შაქარი და დარიჩინი შევურიოთ. მიღებული მასა ფორმაში გადავიტანოთ და მაცივარში შევდგათ. არაქისის კარაქი შაქართან, ნაღებთან და ყველთან ერთად ავთქვიფოთ. მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი და არაქისის მასა დავადოთ. შემდეგ ისვე მაცივარში 2-3 საათით შევდგათ. ბოლოს ტორტი შოკოლადით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები