აბრამოვიჩის შეყვარებული ლეონარდო დიკაპრიოსთან ჩახუტებული შენიშნეს

 

  რომან აბრამოვიჩის შეყვარებული – 33 წლის დარია ჟუკოვა პაპარაცის ობიექტივში ლეონარდო დიკაპრიოსთან ჩახუტებული მოხვდა. ლეონარდო დიკაპრიო და დაშა ჟუკოვა იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ისინი ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოდიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ წინა თვეში რომან აბრამოვჩის და დაშა ჟუკოვის დაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ბლოგებში გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩმა დაშას ბალერინა დიანა ვიშნევასთან უღალატა.თუმცა ოლიგარქის წარმომადგენელმა ჯონ მანმა ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები