სექსუალური სკანდალი მამა-შვილის გარშემო – უგრეხელიძეების პირადი ცხოვრება კვლავ აქტუალურია

„ციყვებით“ დაწყებული ფამილარობა სექსუალური ხასიათის სკანდალში გადაიზარდა, რამაც საბოლოოდ თანამდებობაც შეიწირა. ეკა მესხიძის ბრალდებების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მინდია უგრეხელიძისა და მისი ყოფილი მეუღლის, ლუიზა კობახიძის უმცროსი შვილია. პაპუნა უგრეხელიძის მამიდაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე სევდია უგრეხელიძე.
წლების წინ, სევდია უგრეხელიძე უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ე.წ. „ზვიადისტების“ საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი იყო, მისი ძმა მინდია უგრეხელიძე კი, სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაეს სასამართლოში გამოტანილი განაჩენების საფუძველზე „ზვიადისტები“ სასჯელს ციხეებში იხდიდნენ.
უგრეხელიძეების გარშემო სექსუალური ხასიათის სკანდალი ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო. მაშინ, მინდია უგრეხელიძემ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, რომანი ევა გოცირიძესთან გააბა, ეს უკანასკნელი უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
მინდია უგრეხელიძემ ოჯახი მიატოვა და ევა გოცირიძესთან ახალი ცხოვრება დაიწყო. ქონებრივი დეკლარაცია მოწმობს, რომ ევა გოცირიძეს და მინდია უგრეხელიძეს ერთი შვილი – გაგა ჰყავთ, რომელიც 2000 წელს საფრანგეთში, სტრასბურგში დაიბადა.
ამჟამად, სექსუალური ხასიათის სკანდალში, მამის შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე გაეხვა.
პაპუნა უგრეხელიძის უკვე ყოფილი მეუღლე თათული ღვინიაშვილია, რომელიც მოდელ ს. ღვინიაშვილის დაა. თათული ღვინიაშვილი წლების განმავლობაში კომპანია „მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
პაპუნა უგრეხელიძესა და თათული ღვინიაშვილს ერთი შვილი ჰყავთ. მას, დეიდის პატივსაცემად, მისი სახელი დაარქვეს. ბავშვი 2000 წლის აპრილში თბილისში დაიბადა. ზუსტად ს. დაბადებამდე ოთხი თვით ადრე, 2000 წლის აპრილში, სტრასბურგში, ს.-ს ბიძა და პაპუნას ძმა გ. უგრეხელიძე დაიბადა.
ახლა, გ. უგრეხელიძე და მისი ძმიშვილი ს. უგრეხელიძე 18 წლის იუბილისთვის ემზადებიან.
პაპუნა უგრეხელიძე და თათული ღვინიაშვილი ერთმანეთს 2009 წელს დაშორდნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის გარშემო, სექსუალური სკანდალი რამდენიმე დღის წინ აგორდა. ის ამ დროს აშშ-ში მივლინებაში იმყოფებოდა.
სკანდალი მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ააგორა. ეკა მესხიძე მისი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ქვეშევრდომი იყო. ამასთან, ეკა მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმაა.
მესხიძის თქმით, უგრეხელიძე სამსახურში ავიწროებდა არამხოლოდ იმ ქალებს, ვინც „მოსწონდა“, არამედ მათაც, ვინც „არ მოსწონდა“, რომ თანამშრომლების ჩაგვრა მისი მუშაობის ბუნებრივი ხელწერა და „სტილია“ და თანამშრომლებს, მათ შორის კაცებსაც, სხვადასხვა მიზეზით მუდმივ სტრესში ამყოფებდა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სახალხო დამცველის დასკვნა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხებოდა. არათუ ბოდიშიც არ მოუხდია არავის, პირიქით, ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. მე იძულებული გავხდი, 2016 წელს, დამეტოვებინა საჯარო რეესტრი, სადაც მრავალი წელი ვიმუშავე. მაგრამ ის მემუქრებოდა, რომ ახალ სამსახურშიც შექმნიდა პრობლემებს”, – ამბობს დაზარალებული.
ამ სკანდალის შედეგად, პაპუნა უგრეხელიძემ, რომელიც სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძვანელის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა, თანამდებობა დატოვა და სოციალურ ქსელში მიმართვის ტექსტი გაავრცელა.
„ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ეკა მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი („ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა, საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს და სხვ. 

ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე, სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს, ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია, – წერს პაპუნა უგრეხელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები