რას ჰყვება მარიამი – ქართველი ულამაზესი წყვილის ისტორია, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

865
SHARE

რამდენიმე დღის წინ, “კვირა+”-ის მიერ გავრცელებულმა ქორწილის ფოტომ, სადაც, ახალდაქორწინებული მარიამი და ლაშა საკურთხეველთან დგანან, საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. “კვირა+”-ის რედაქციაში ზარები არ წყდება. გოგონები, რომლებიც ჩვენთან რეკავენ, თავს მარიამად ასაღებენ. ყველა მათგანი ერთსა და იგივე ისტორიას ყვება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ვიდეოკამერით საუბარი და საკუთარი თავის გამოჩენა არც ერთ მათგანს არ სურს: არც მარიამ I-ს, არც მარიამ II-ს, არც მარიამ III-ს და არც მარიამ “სხვებს”.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ფოტოები საზღვარგარეთ რიგითი ფოტოსესიის დროს არის გადაღებული და რეალურად არანაირ ქორწილს ადგილი არ ჰქონია. “კვირა+” აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და აი, რა გაარკვია. ახალგაზრდა წყვილი მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, ნამდვილად ქართველები არიან და ნამდვილად ახალდაქორწინებულები. დიახ, მათი ქორწილი ნამდვილად ჩატარდა და სურათები საზღვარგარეთ კი არ იყო გადაღებული, არამედ, მათსავე ქორწილში, რომელიც თბილისში, რესტორან „ბაბილოში“ 23 ნოემბერს გაიმართა და რომელსაც 150 ადამიანი ესწრებოდა.
“კვირა+” ახალდაქორწინებულებს დაუკავშირდა. მარიამი მოხარულია, რომ მისი და მისი მეუღლის ქორწილის ფოტოებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდებმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს და შეუღლება მხოლოდ სამი წლის შემდეგ გადაწყვიტეს. “ერთმანეთი სამი წლის წინ საერთო მეგობართან გავიცანით. ლაშას მაშინვე მოვეწონე და ჩვენი ურთიერთობის ინიციატორიც თითონ იყო, თანხმობა ურთიერთობიდან რამდენიმე თვეში მივეცი. დაქორწინება წელს გადავწყვიტეთ და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე 23 ნოემბერს დავიწერეთ ჯვარი. ჩვენი ქორწილი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა. სულ 150 სტუმარი გვყავდა მოწვეული. ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ის, რომ საზოგადოების ასეთი მოწონება დავიმსახურეთ, ჩემთვისაც და ლაშასთვის ძალიან სასიამოვნოა”, აცხადებს მარიამი.
19 წლის მარიამი მოდელია. ის საქართველოს უნივერსისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების I კურსის სტუდენტია. რაც შეეხება ლაშას, ის, როგორც აღვნიშნეთ, ფეხბურთელია და სამომავალოდ დიდი გეგმები აქვს. ჭორები იმის შესახებ, რომ ლაშას მამა,რუსეთში მოღვაწე ცნობილი ოლიგაქრია, სიმართლეს არ შეეფერება. წყვილი დიღომში ცხოვრობს. რამდენიმე თვეში მათი ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება. “კვირაპლიუსი” წარმატებას უსურვებს ახალდაქორწინებულებს.


FB კომენტარები

კომენტარი