ამ გამოცანის ამოხსნა ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტს შეუძლია (ვიდეო)

“კვირა+” გთავაზობთ ახალ რუბრიკას, რომელიც შედგება გამოცანებისგან, ვიდეორგოლის სახით, ხოლო რაც შეეხება პასუხებს იხილავთ მომდევნო ვიდეოებში, რომელიც დაიდება დღეგამოშვებით, ზემოთ აღნიშნული გამოცანის პასუხს კი იხილავთ ხვალ დღის სამ საათზე :
ფერმერმა მდინარეზე უნდა გადაიყვანოს მგელი, ცხვარი და ერთი კომბოსტო, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ნავი აქვს, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი და კიდევ ერთი რამ შეიძლება მოთავსდეს – ან მგელი, ან ცხვარი ან კომბოსტო.
გასათვალისწინებელია ის, რომ ფერმერი ერთ ნაპირზე ვერ დატოვებს ერთად მგელს და ცხვარს, რადგანაც მგელი მას შეჭამს, ასევე ვერ დატოვებს ცხვარს და კომბოსტოს, რადგან ცხვარი შეჭამს კომბოსტოს.
ყურადღება!
შეკითხვა: როგორ უნდა გადაიყვანოს ფერმერმა თითოეული მათგანი ისე, რომ ცხვარიც და კომბოსტოც შეუჭმელი დარჩეს?

 

კომენტარები

სხვა სიახლეები