გზა ინტერნეტის იზოლაციიდან პუტინის “სიკვდილამდე” – ვინ “დამარხა” რუსეთის პრეზიდენტი?

102
SHARE

 რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერნეტის იზოლაციის მიზანმიმართულმა ქმედებებმა რუსეთის მოსახლეობაში სავსებით მოსალოდნელი განწყობა გამოიწვია. მოსკოვში ინტერნეტის იზოლაციის წინააღმდეგ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, ხოლო რუსეთის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში ინტერნეტის “დაკრძალვის” საპასუხოდ ადგილობრივებმა ვლადიმერ პუტინი “დაკრძალეს”.

ვითარება ქვეყანაში პუტინის რეჟიმისთვის ფეთქებადსაშიშია. რამდენადაც ყველას ახსოვს, ბევრი რამ დაუსაფლავებიათ ადამიანებს, მაგრამ პუტინის დაკრძალვა – ეს უპრეცენდენტოდ პირველი შემთხვევაა. ეს ერთგვარი ახალი სიტყვაა საპროტესტო კრეატივში. კითხვა შემდეგში მდგომარეობს, გაიგებს თუ არა ამას პუტინი? რა თქმა უნდა, ვერ. რატომ უნდა უთხრას თუნდაც იგივე პესკოვმა ეს ამბავი?! ამიტომ პუტინი ამის შესახებ საერთოდ ვერ გაიგებს, ან გაიგებს, ოღონდ დიდი ხნის შემდეგ. მედვედევისგან განსხვავებით, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურობს, პუტინი არ ენდობა მტრის გამოგონილ “ინტერნეტს” და დღემდე ახალ ამბებს სხვადასხვა საქაღალდეში დახარისხებული ფურცლებიდან ეცნობა. ამ საქაღალდეებში, რა თქმა უნდა, მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია ხვდება.

 

წყარო: censoru.net

FB კომენტარები

კომენტარი