“X ფაქტორის” სკანდალი გრძელდება – „სვავებისგან დავიცავ კი არა, თვალებს დავთხრი ყველას!“

მარიამ პავლიაშვილის ”X ფაქტორის” მიღმა დატოვებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.მას შემდეგ, რაც სოფო ნიჟარაძემ თქვა, რომ მარიამი დატოვებდა პროექტს, მისმა მეუღლემ ჟიურის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა.
სოციალურ ქსელში მარიამ პავლიაშვილის მეუღლეს აკრიტიკებდნენ და წერდნენ, ხომ უნდა სცოდნოდა, რომ მუსიკალურ პროექტებში შესაძლოა, მსგავი რამ მოხდეს და უცენზურო სიტყვების ხმარება საჭირო არ იყო. მომხდარს მარიამ პავლიაშვილი სტატუსით გამოეხმაურა:
“ბოლო პოსტი დღევანდელი აჟიოტაჟის გარშემო. კიდევ ერთი კითხვა რასაც მინდა პასუხი გავცე. რატომ იცავ შენს ქმარს ??? პასუხი მარტივია. ჩემი ქმარია და ვიცავ. ცალკე რას ვეტყვი ეგ ჩემი პირადია, ხოლო ზოგადად სვავებისგან დავიცავ კი არა, თვალებს დავთხრი ყველას! აი ეხლა თუ გინდათ ხისტი მეძახეთ, თუ გინდათ გოიმი და ხამი ! :)) საერთოდ კიდე გირჩევნიათ 1 ჩემი პოსტის კითხვას და გაზიარებას რაიმე წიგნის 1 თავი წაიკითხოთ ჯობია”, – წერს მარიამი.

კომენტარები

სხვა სიახლეები