Vogue-ის რედაქტორმა “მონათმფლობელური” წვეულება გამართა

მოდური გამოცემა Vogue-ის ბრაზილიელი ხელმძღვანელი სამსახურიდან გაუშვეს. დონატა მეირელესმა გადაწყვიტა თავისი 50 წლის იუბილე გრანდიოზულად აღენიშნა და მეგობრებისთვის „მონათმფლობელური“ წვეულება გამართა.
სტუმრები გაერთნენ, სოციალური ქსელების მომხმარებლები კი აღშფოთდნენ. საბოლოოდ კი ჟურნალის რედაქტორი უსამსახუროდ დარჩა.
წვეულება მონობის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით გაიმართა – მოსამსახურეების კოსტიუმებში შემოსილი შავკანიანი ქალები იუბილარს და მის მეგობრებს ემსახურებოდნენ. საზოგადოება განსაკუთრებით იმ ფოტომ აღაშფოთა, რომელზეც ჩანს, როგორ ზის „სამეფო“ სავარძელში მერელესი ორ “მონა” ქალთან ერთად.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დღესასწაული არა მონობის სტილში, არამედ აფრობრაზილიური ხალხური ტრადიციის „კანდომბლეს“ შთაგონებით გაიმართა. თუმცა, აღნიშნული ვერსია სოცქსელების მომხმარებლებისთვის არცთუ სარწმუნო აღოჩნდა. სკანდალის გამო, ის იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა. Vogue Brazil-მა კი პირობა დადო, რომ ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით უფრო მეტ მასალას დაბეჭდავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები