Tbilisi Fashion Week-ის მე-13 სეზონი იწყება

31 მარტს თბილისის მოდის კვირეული იწყება. გახსნის დღეს Fashion Week-ის სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვევიან. მოდური „ივენთის“ მე-13 სეზონი გლამურული, აკადემიური და დახვეწილი იქნება. ჩვენებების ძირითად ნაწილს სასტუმრო Rooms-ი გააერთიანებს. 25-მდე დიზაინერი 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს რამდენიმე ლოკაციაზე წარადგენს.
„4 დღის განმავლობაში 25 – მდე ჩვენებას და გამოფენას ვნახავთ. პირველ დღეს 3 ჩვენება ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება“,- განაცხადა მოდელმა თაკო ჩხეიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები