„SPAR Georgia თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?“ – რა მიჰყიდეს ხორცის პელმენის ნაცვლად მომხმარებელს (ფოტო)

„SPAR Georgia თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? ხორცის პელმენის ნაცვლად რას ყიდით?“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი და პელმენის ფოტოებს აქვეყნებს.

„უკან წავუღე. მენეჯერის პასუხი არ გაინტერესებს, რა იყო? ერთმანეთში შეერიაო. 4 ცალი ხორცის პელმენი იყო, დანარჩენი თითქმის 2 კილო ხაჭოს მაგვარი რაღაცის და ამას ჰქვია ერთმანეთში შერევა. ამ პასუხზე რომ გადავირიე, ამაზე უარესებიც მოგვსვლია, ვადაგასული პროდუქტიც მოუბრუნებიათ უკან, მაგრამ შენსავით არ უჩხუბიათო. გესმის?! გაგიჟება შეიძლება! წარმოგიდგენია, სავარაუდოდ, რამდენს გაატანეს დღეს ხორცის ნაცვლად ეს პელმენი და რამდენმა გადაიხადა სწორედ ხორცის პელმენის ფასი?! ნუ, რა პრობლემაა თურმე!“,- პასუხობს ერთ-ერთ ვებმომხმარებელს დაზარალებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები