NASA – დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება (ვიდეო)

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი AJ129 უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს. როგორც კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, ასტეროიდი ყველაზე ახლოს ჩვენს პლანეტასთან 4 თებერვალს იქნება. მისი ზომა 1,7 კილომეტრს აღწევს, რაც დედამიწის ყველაზე მაღალ შენობაზე – ბურჯ-ხალიფაზე დიდია. AJ129-ს სიჩქარე წამში 34 კილომეტრია, რაც 15-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის სიჩქარე.

 

მეცნიერებმა ასტეროიდს „პოტენციურად საშიში“ უწოდეს. ის ყველაზე დიდი ციური სხეულია, რომელიც წელს დედამიწას ჩაუფრენს. კვლევების მიხედვით, თუკი ასტეროიდი ჩვენს პლანეტაზე დაეცემა, „გამყინვარების პერიოდი“ დაიწყება, თუმცა როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არ არსებობს და საშიში არაფერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები