Femen-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოქსანა შაჩკომ თავი მოიკლა

Femen-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოქსანა შაჩკომ პარიზში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ მოძრაობის მეორე ლიდერმა ინა შევჩენკომ „რია ნოვოსტი“-ს დაუდასტურა. „დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განუცხადა კორესპოდენტის კითხვას იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს.
მანამდე კი ზოგიერთი მედია საშუალებები სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შაჩკომ 23 ივლისს, პარიზის ბინაში მოიკლა თავი. სუიციდის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ოქსანა შაჩკო უკრაინაში 2008 წელს შექმნილი ამ ეპატაჟური ორგანიზაციის სათავეებში იდგა. მოძრაობის წევრები თავის მიზნად ქალების უფლებების და სიტყვის თავისუფლების დაცვას ასახელებენ. ისინი პოლიტიკურ აქციებს მართავენ პედოფილიის წინააღდეგ და ერთსქესიანი ქორწინებების მხარდასაჭერად. Femen-ის ლიდერი ანა გუცოლია. სულ ორგანიზაციაში 40-მდე აქტივისტი ქალია გაერთიანებული. მოძრაობის აქტივისტი ქალები ეპატაჟურ ტოპლეს-აქციებს მთელ მსოფლიოში მართავენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები