Facebook-ს ახალი ფუნქცია დაემატა

მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, ფუნქციას თანამედროვე ელფერი მისცეს და ასე ამჟამინდელ თინეიჯერებშიც პოპულარული გახადოს. Poke-ის ფუნქცია შემოთავაზებებით გაუმჯობესდება; მასზე წვდომაც გამარტივდება საძიებო ველის დახმარებით, რაც ციფრული მისალმების გაგზავნას უფრო მოსახერხებელს გახდის.
ახლა, როცა მეგობარს მოძებნით Facebook-ზე, საძიებო ველშივე ნახავთ Poke-ის ფუნქციას, რომელიც Pokes-ის გვერდზე გადაგიყვანთ და გაჩვენებთ, ვინ „გიჯიკათ“ და ვისთვის გაქვთ ეს ჟესტი დასაბრუნებელი. თუ ჯერ არ ამოგიგდებთ, პირდაპირ ამ ლინკს ესტუმრეთ.
მეტას თქმით, Poke-ის განახლებამ გასულ თვეში უმეტესად 18-29 წლის მომხმარებლებში 13-ჯერ გაზარდა აქტივობა. გამოდის, ის, რაც Facebook-ის რელიკვიად ითვლებოდა, ახლა ხელახლა იბადება თაობა ზეტსა და მილენიალებში. სულ პირველად კი Poke 2004 წელს გააცნეს მომხმარებლებს, ოღონდ მისი მიზანი ასე მკაფიოდ არასდროს ყოფილა განსაზღვრული. თუმცა ფაქტია, მრავალი მიზნისთვის გამოვიყენეთ — დაწყებული უბრალო მისალმებით, დამთავრებული ფლირტით.
ამ ეტაპზე Facebook ექაუნთი თინეიჯერების მხოლოდ 33%-ს აქვს, ახლა კი კომპანია იმედოვნებს, რომ Poke-ის დაბრუნებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის მეტად საინტერესო გახდება.

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები