Facebook-ი ყველაზე პოპულარულ გვერდებს შეამოწმებს

Facebook-ი ყველაზე პოპულარულ გვერდებს შეამოწმებს. ამის შესახებ BBC წერს.
კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ყველა იმ მომხმარებელს შეისწავლიან, ვისი გვერდებიც ყველაზე პოპულარულია. მიზეზი ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა და ამ პროპაგანდის შეჩერებაა.
მარკ ცუკერბერგის მტკიცებით, ამ ნაბიჯს კომპანია იმიტომ დგამს, რომ გამოავლინონ ის მომხმარებლები, რომლებიც მათი ვინაობის დასამალად ყალბ ანგარიშებს იყენებენ.
ცუკერბერგმა ასევე განმარტა, რომ მზადაა მიიღოს შეთავაზება თუ როგორ დაარეგულირონ პოლიტიკური რეკლამა სოციალურ ქსელში.
მანამდე Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა.

კომენტარები

სხვა სიახლეები