გიორგი უშიკიშვილის მორიგი კომენტარი “ჟღალ მიმინოზე”: კონკურსანტმა ეს სიმღერა სწორად ვერ მოიტანა

“მე რომ ადამიანი იმას დამწამებს, რომ რამე ქართული სიმღერა არ ვიცი, აბა, რა გითხრათ” – ამბობს გიორგი უშიკიშვილი  ambebi.ge -სთან ინტერვიუში. რაც მე ქართული ხალხური სიმღერა ჩამიწერია, რაც არქივი მაქვს შექმნილი, 5000-7000 სიმღერა მაინც მაქვს გაკეთებული, მაგრამ ისიც არის, არც ერთი ადამიანი არ ვართ სრულყოფილი და ვერც ვიქნებით. “იუთუბზე” რა სიმღერებიცაა ატვირთული, ყველა ვერ გვეცოდინება და ეს ნორმალურია. თან ეგ “ჟღალი მიმინო” იმენად სხვანაირად იყო შესრულებული, რომ ვერც ერთმა ვიცანით, თან, გადაღლილებიც ვიყავით, ალბათ. ამასაც ვაბრალებ. ზოგს მართლა არ ჰქონდა მოსმენილი, არც მე მქონდა. ბოლოს ინტერნეტით მაგ სიმღერის ორიგინალური ვერსია გამომიგზავნეს და კი მივხვდი, რაც იყო, თუმცა იმ კონკურსანტის ნამღერს ვერ მივხვდი. მერე წავიდა იმის წამოძახება, რომ ტექსტი ვერ ვიცანით, რომ ის არჩილ სულაკაურს ეკუთვნის. პოეზიის კონკურსია, თუ მუსიკალური? ვთქვით, ვერ ვიცანით, ეს არ არის აქ მთავარი, ადამიანების ნაწილს მოსწონს, რომ ასეთი მეგაშოუ გააკრიტიკონ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება დამაბრალო, გარდა იმისა, რომ სიმღერები არ ვიცი. ვიმეორებ, ვიცი და არცთუ ცოტა. რადგან არასწორად ნამღერი “ჟღალი მიმინო” ვერ ვიცანი, ე.ი. ასე მარტივად უნდა გავილანძღო? მაშინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისევ შევახსენებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ვეძებ და ვსწავლობ სიმღერებს. ხშირ შემთხვევაში, ხალხს “ჩაკრულო” და “მრალჟამიერი” არ ახსოვს, სამწუხაროდ, და კიდევ ბევრი უნიკალური სიმღერა, რომელიც უნდა იცოდეს! ვინც “ჟღალ მიმინოს” აპროტესტებს, მათ ისეთ სიმღერებს ვეტყვი, შეიძლება არც ჰქონდეს საერთოდ გაგებული, არადა, ყველა ქართელმა უნდა იცოდეს. მოდი, იმასაც ვიტყვი და არ მომერიდება, რომ “ჟღალი მიმინო” ძალიან დაბალი ხარისხის მუსიკალური ნიმუშევარია. წესით, არ უნდა მქონოდა მოსმენილი და ასეთ სიმღერებს არც ვუსმენ. შესაბამისად, რატომ უნდა ვიცოდე?! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საქართველოში არიან მომღელები, რომელთა რეპერტუარი საერთოდ არ ვიცი. არ ვუსმენ, ან რა ვალდებული ვარ?! შეიძლება მომედავონ იმაზე, თუ არ მეცოდინება რევაზ ლაღიძის რამე სიმღერა, ან ვაჟა აზარაშვილის და ასეთი რანგის კომპოზიტორების ნამუშევრები, მაგრამ არ ვარ ვალდებული, დაბალი გემოვნების მუსიკალური ნიმუშევარი ვიცოდე. მოკლედ, უნდა მაპატიონ, რომ “ჟღალი მიმინოსნაირი” სიმღერები არ ვიცი. გონება ამდენს უკვე ვეღარ იტევს, თუმცა იმ კონკრეტულ სიტუაციაში მაინც მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კონკურსანტმა ეს სიმღერა სწორად ვერ მოიტანა.
შეგახსენებთ, რომ პროექტ “მხოლოდ ქართულის” ერთ-ერთი მონაწილის შესრულებული სიმღერა “ჟღალი მიმინო”, რომელიც არჩილ სულაკაურის მიერ დაწერილი ლექსი აღმოჩნდა, ჟიურის წევრებმა ვერ გაიხსენეს რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები