Facebook-ზე ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი ხდება – მარკ ცუკენბერგი განცხადებას ავრცელებს

Facebook-ზე ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი ხდება. ამის შესახებ, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში წერს:

“ამ კვირაში ჩვენ ვიწყებთ Meta Verified – გამოწერის სერვისს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაამოწმოთ თქვენი ანგარიში პირადობის მოწმობით, მიიღოთ ლურჯი ემბლემა, მიიღოთ დამატებითი დაცვა ანგარიშებისგან და მიიღოთ პირდაპირი წვდომა კლიენტების მხარდაჭერაზე. ეს ახალი ფუნქცია ეხება ავთენტურობისა და უსაფრთხოების გაზრდას ჩვენს სერვისებში. Meta Verified-ის ღირებულება ვებზე ყოველთვიურად 11.99 დოლარიდან დაიწყება, iOS-ზე კი 14.99 დოლარიდან” – წერს ცუკენბერგი.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები