Dior-ის ახალ ვიდეორგოლში ჯონი დეპი პოპულარობას გაურბის (ვიდეო)

ჯონი დეპს კინემატოგრაფში ბოლო დროს აღარ უმართლებს. ასე რომ, დადგა დრო ჰოლივუდის პოპულარული მსახიობის პარფიუმერიის საიმიჯო ვიდეოში გადასაღებად. ზაფხულში მსახიობი პარფიუმერული ხაზის – Christian Dior Parfums სახე გახდა. რგოლში, რომელიც მადონას, ბიორკის და დევიდ ბოუის კლიპების ავტორებმა გადაიღეს, ჯონი დეპი, როგორც ჩანს, საკუთარ თავს თამაშობს.
მსახიობი ცდილობს, რაღაცას გაექცეს, ეს რაღაც კი საკუთარი თავია. ამიტომაც ის უდაბნოში გაემგზავრება, სადაც ქვიშაში საკუთარ ძვირად ღირებულ ოქროს სამკაულებს მარხავს. მათ გარეშე კი ის უკვე, სიმართლე რომ ითქვას, უკეთესად გამოიყურება.

კომენტარები

სხვა სიახლეები