ტაილანდის ცაზე მეტეორიტი დააფიქსირეს (ვიდეო)

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ცაზე მსხვილი ობიექტი გამოჩნდა. ამის შესახებ Bangkok Post-ი იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ობიექტმა ცაზე კაშკაშა კვალი დატოვა, ხოლო შემდეგ აფეთქდა, თუმცა აფეთქების ხმა არავის გაუგია. კაშკაშა ობიექტი მეზობელი პროვინციის მოსახლეობამაც დაინახა.
მეცნიერების აზრით, ეს მეტეორიტი იყო, თუმცა სპეციალისტების ნაწილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება „კოსმოსური ნაგავიც“, ანუ ატმოსფეროში შესული კოსმოსური ხომალდის ნამსხვრევი ყოფილიყო.

https://www.youtube.com/watch?v=X_6eJEPsRpo

კომენტარები

სხვა სიახლეები