covid19 – რა შეცდომებზე საუბრობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშვებულ შეცდომებს განიხილავს:

“ძალიან ძნელია შეცდომების აღიარება.
პირველი შეცდომა იყო ჩინეთის, იტალიის, ესპანეთის და აშშს დიდი ქალაქების ჯანდაცვის სისტემების სრული უსახური ქმედება, რითაც დაირღვა ინფექციის და ეპიდემიის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი წესი და ესაა ,,დისტანციის დაცვა, უმარტივესი ჰიგიენა,,.
როცა არ გაქვს სისტემა, რითაც ადამიანებს სახლებში შეაკავებ და უსიმპტომოებს არ ჩააყენებ ტესტირების რიგებში, არ გაავსებ საავადმყოფოებს იატაკზე მწოლარე უსიმპტომოებით და არ გახსნი მასობრივ კარვებს უსიმპტომოთა დასატესტად, უნდა ელოდო კატასტროფას, განსაკუთრებით კი ეპიდემიის პიკის დროს.

მეორე შეცდომა იყო,
ამ შეცდომის არ დანახვა და ავტომატურად ყველა ქვეყანაზე უპირობო და უმკაცრესი ჩაკეტვების, ყველაფრის გაჩერების, უმკაცრესი კარანტინების და კომენდანტის საათების გადატანა, როცა ადამიანებს უბრალოდ სუფთა ჰაერზეც კი არ უშვებდნენ.

მესამე დიდ შეცდომა ხდება ახლა,
როცა არ ხდება ამ პირველი ორი შეცდომის აღიარება და ემატება მესამე, რომელიც ასევე უარყოფს ქვეყნებს, რომელთაც ეს ეპიდემია გადაიტანეს უეპიდემიოდ და ამას ხსნის ,,კარგი ორგანიზაციით,, ან ,,კარანტინული სისტემით, მაშინ როცა ერთადერთი ახსნა გახლავთ ჯვარედინი იმუნიტეტი დაახლოებით 150მდე ქვეყანაში. ეპიდემიის დასაწყისში დაშვებული შეცდომების გამო დიდი მასების კოლექტიური შეგროვების გამო ვერ იმუშავა ამ ჯვარედინმა იმუნიტეტმა. მერე დაიწყო ორგანიზმმა ადაპტირებულად და რეალობის გათვალისწინებით არსებული სისტემების მობილიზება და ამ იმუნიტეტის ეფექტურად გამოყენება დიდი ქვეყნის მთავრობებისთვის, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის და ვირუსოლოგებისათვის ძალიან ძნელია ამ შეცდომის აღიარება
და როგორც ეს კაზინოში მოსდის ხოლმე ადამიანს, წაგებულს ამატებს წაგებულს და ახალ ახალ ნოსტრადამისეულ სცენარებს იგონებს, მასობრივ პანიკას იწვევს, რომ ისინიც, სადაც არ მოხდა ეპიდემიური განვითარება, როგორმე ჩააჯინოს მისეულ აზროვნების სქემაში.

დღეს მთელი მსოფლიოს თავისუფალი ნება და უფლებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილი, პოლიტიკის არაბოროტად გამომყენებელი ხელისუფალი ჰყავს ცალკეულ ქვეყანას,
და არა კანონზე, არა დემოკრატიულ და სადისკუსიო კულტურაზე, არა მხოლოდ ერთი მხარის, ვირუსოლოგების ტუნელის მზერის კითხვის ქვეშ დასმაზე.
ფილტვების სპეციალისტები, რეანიმატოლოგები, პრაქტიკოსი ექიმები, პათოლოგები სდუმან, იმიტომ რომ ეშინიათ არ გამოაცხადონ რაღაც შეთქმულების თეორიების მომხრეებად.
დიფერენცირებული და რეგიონალური მიდგომის აღიარება გერმანიამ ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე გამოაცხადა.
მედიასივრცე კი წინანდებურად 100%ით უმძიმეს ნოსტრადამიზს და არაერთი დაღუპვის, გადაშენების თეორიას უჭირავს, თუკი არ გამოვიკეთეთ რამდენიმე თვით და არ შევწყვიტეთ ადამიანებმა ადამიანებთან ურთიერთობა.
როგორც კი დაიწყებ დიფერენცირებულად მსჯელობას, მოგადგება არასრულფასოვანი ექიმის კომპლექსით შეპყრობილი მავანი ლაბორატორიის გმირი და გეუბნება, თუ ასეა, მაშინ საერთოდ არაფერი ყოფილა საჭირო და მიდით, იგრიალეთო.
აი ესაა ტიპიური დემაგოგია, როცა ცდილობენ რომ რაღაც კუთხეში მოგამწყვდიონ და გიმტკიცონ, თუ კომენდანტის საათის და ჩაკეტვის წინააღმდეგი ხარ, მაშინ რა, ყველა დავხოცოთ ამ ინფექციითო.

მოკლედ,ელემენტარული ჰიგიენის წესები ყველამ იცით,
ინფიცირების გზები იცით,
სარისკო ჯგუფი ვინცაა, იცით,
სტატისტიკური სიკვდილიანობა იცით 0,37 დან მაქსიმუმ 1,9%მდეა უსაშინლესი ეპიდემიის რეგიონებში,
საკუთარი მომავალიც იცით და თქვენი შვილების მომავალსაც კარგად ხედავთ,ჰოდა, დაფიქრდით და გადაწყვიტეთ ყველამ თქვენთვის.
ნუ გადააბარებთ თქვენს ცხოვრებას და მომავალს ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ ერთადერთი გამოსავალი, რომ თავი გამოიკეტოთ.

პრინციპში, ეს იმ მღვდელის მსგავსია, სხვებს რომ სახარებას უკითხავს და მარხვაა გადარჩენაო რომ ეუბნება და თვითონ უკანა ოთახში ქათამს მიირთმევს.

უბედურება ისაა, რომ ბევრი ვერ ხედავს, რომ ეს ნოსტრადამუსი მღვდლები თავად საჯაროდ არ იცავენ ამ თავიანთ ,,სახარებას,, და ერთი თოქშოუდან, ერთი საჯარო წარმოდგენიდან მეორეში მიდი მოდიან, მხოლოდ პირბადით და ჩვეულებრივ მუშაობენ, ათჯერ მეტს იმუშავებენ ახლა, ამ დროს და სხვებს ეუბნებიან, აი თქვენ დაჯექით სახლებში და გამოიკეტეთო.

თუ ასე დარწუნებული ხარ და დიდი ვირუსოლოგიც ხარ, შენ გამოიკეტე შენს ლაბორატორიაში და იმუშავე მარტო, იზოლაციაში ან ვაქცინაზე ან სხვა რამე სასიკეთოზე.
შენ გამოიკეტე, დამანახე რომ მუშაობ გამოკეტილი ლაბორატორიაში და იქნებ მერე დავფიქრდე მეც და იქნებ ცოტაც დაგიჯერო კიდეც.

ამოვიდა ყელში ეს ტვინამპუტირებული და მრავალი რეალობების მიმართ ასე რეზისტენტული აზროვნება.
არაა ყველგან ნიუიორკი იმიტომ კიარა რომ სხვაგან მაგრად იმუშავეს, არამედ იმიტომ რომ იქ შეცდნენ, რამდენჯერმე, დაანგრიეს პრაქტიკოსი ექიმის სისტემა, დაკეტეს პერიფერიების საავადმყოფოები, დაცალეს ექიმებისაგან რეგიონები და გადააქციეს სისტემები თავკომბალებად, პატარა საავადმყოფოები დიდმა ჩაყლაპა და დიდები კი მეგა ცენტრებმა, ჰოდა სად მისულიყო ადამიანი? მივიდა ამ მეგა ცენტრებში ათიათასობით და ახლა კი, ვერ ახერხებენ ამის აღიარებას, რომ სისტემა დაანგრიეს ან სულ არ ააშენეს”.-წერს ექიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები