შავი ჭირის შემთხვევები ჩინეთში – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

შავი ჭირის შემთხვევები ჩინეთში – არსებული ინფორმაციით დაავადებულია ორი ადამიანი და ისინი ამ ეტაპზე, კარანტინში შესაბამის მკურნალობას მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ გადიან.

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს? აღნიშნულის შესახებ mshoblebi.ge–სთან კომენტარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გააკეთა.

მისი თქმით, შავი ჭირის შემთხვევები მონღოლეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ფიქსირდება. იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია, მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირის კერები არსებობს, შესაბამისად, წელიწადში ორჯერ ხდება თაგვების დაჭერა და იმის გამოკვლევა არის თუ არა მათში შავი ჭირი.

შავი ჭირისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ–ცხელება და ჩირქიანი წყლულები. აღნიშნულ დაავადებას შავ სიკვდილსაც უწოდებენ, მან შუა საუკუნეებში ევროპაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები