“ზოგჯერ მგონია, რომ ორი ძაღლი მყავს” – როგორ დამეგობრდნენ გერმანული ნაგაზი და სკუნსი

ამ ორი ცხოველის არაჩვეულებრივი მეგობრობა შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, რომ სიყვარულმა არ იცის საზღვრები. გერმანული ნაგაზი და სკუნსი დიდი ხანია მეგობრობენ. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა იმდენად უყვართ ერთმანეთი, განსხვავებას ვერც კი გრძნობენ.

თავდაპირველად ძაღლი, სახელად ნოვა, მარტო ცხოვრობდა. როდესაც წამოიზარდა მისმა პატრონმა, დიანამ გადაწყვიტა, მისთვის მეგობარი მოეყვანა. დიანამ ​ბევრი იფიქრა, რომელი ცხოველი შეძლებდა ნოვასთან მეგობრობას და საბოლოოდ სკუნსი შეარჩია, რომელსაც პაჩკო შეარქვა.

დროთა განმავლობაში, ნოვა და პაჩკო ძალიან დაახლოვდნენ. მათი პატრონის თქმით, ისინი ერთმანეთს არ ტოვებენ და ნოვა ბედნიერია, რომ გვერდით ვიღაც ჰყავს.

”ზოგჯერ მგონია, რომ ორი ძაღლი მყავს”,-ამბობს დიანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები