ვინ არის კიანუ რივზის მეგობარი ქალი

კანადური წარმოშობის მომხიბვლელი და უნიჭიერესი ჰოლივუდის ვარსკვლავი კიანუ რივზი თავის პარტნიორთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრას და კიანუ რივზს დიდხნიანი მეგობრული, ასევე საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. გრანტმა ცნობილი მსახიობის ორი წიგნი – Ode to Happiness და Shadows თავისი ილუსტრაციებით გააფორმა.

მომხიბლავი მსახიობის მეგობარი ქალი 46 წლისაა. გრანტი ხელოვანია და ის დაინტერესებულია, როგორც ხატვით, ასევე ფოტოგრაფიითა და კინოთი.

წყვილი 4 ნოემბერს Gucci-ის მიერ გამართულ LACMA Art + Film Gala-ს წითელ ხალიჩაზე საჯაროდ პირველად გამოჩდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია აქვეყნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები