პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგული მეუღლეა. პრინცი იაპონიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთ გოგონას, რომელიც მისით მოიხიბლა და კომპლიმენტითაც შეამკო ქორწინების ბეჭედი დაანახა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მომხმარებლები წერენ, რომ პრინცი ჰარი სამაგალითო მამაკაცია.