26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – წარსულში დატოვეთ ყველაფერი ის, რაც მომავალში არ გამოგადგებათ და აღარ მიბრუნდეთ მას. გამონახეთ დრო, რომ შეხვდეთ მეგობრებს და გულახდილად ისაუბროთ.

კურო – სტრესთან გასამკლავებლად პოზიტიურად უნდა იყოთ განწყობილი და მხოლოდ სასიამოვნო საქმეები აკეთეთ და პოზიტიურ ადამიანებს ეკონტაქტეთ.

ტყუპი – დაივიწყეთ თქვენთვის უსიამოვნო ყველა ადამიანი და მოვლენა. განეწყვეთ პოზიტიურად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ფული ეკონომიურად დახარჯეთ.

კირჩხიბი – ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ და მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. დღეს იმ ადამიანებსაც უნდა მოუსმინოთ, ვინც გულზე არ გეხატებათ. მათგანაც შეიძლება რამე ისწავლოთ.

ლომი – სირთულეების მიუხედავად დღეს მაინც მიაღწევთ სასურველს. როცა მორიგ პრობლემას მოაგვარებთ, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. ეცადეთ, გადახედოთ კონტაქტებს და მოიშოროთ უაზრო ადამიანები.

ქალწული – იყავით მეტად კრეატიული და გამომგონებელი. მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. გამონახეთ დრო, შეხვდით მეგობრებს ან გაისეირნეთ ბუნებაში.

სასწორი – დღეს იმდენად პოზიტიური იქნებით, რომ საყვარელი ადამიანის არაადეკვატურ საქციელსაც კი მშვიდად შეხვდებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი – უცხოელ მეგობრებს გაიჩენთ და მათი კულტურით, წესებით დაინტერესდებით. კარგი დღეა ახალი აღმოჩენებისთვის. ზოგიერთს ეგზოტიკური კერძების დაგემოვნების სურვილი გაუჩნდება.

მშვილდოსანი – ადამიანთან კონფლიქის მიზეზი შეიძლება აზრთა გაცვლა-გამოცვლის გამოც გქონდეთ. მთავარია, პირად შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ. საყვარელ ადამიანთან შეიძლება ცოტა ხნით დაშორებამ გარგოთ კიდეც.

თხის რქა – მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაში დგახართ. კარგად გაერკვიეთ მცირე დეტალებშიც კი. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებსა და დრამებს.

მერწყული – მცირე უსიამოვნებების გამო შეიძლება საქმეების მოგვარება შეგიფერხდეთ. მხოლოდ იმ საქმეებზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რასაც მარტივად გაართმევთ თავს.

თევზები – დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხელ-ფეხ შეკრული ხართ და საქმეების მოგვარებაში ყველა გიშლით ხელს. იყავით მეტად მიზანმიმართული და ეცადეთ, პარტნიორებად მცოდნე და ერთგული ადამიანები დაიყენოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები