ვერძი – სიტყვაზე არავინ დაგიჯერებთ, რომ მუშაობთ. მთავარია, შედეგი დადოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება ან უფროსთან გელით შეხვედრა.
კურო – დროა, საქმეების მოგვარებას შეუდგეთ. ეცადეთ, კარგად შედგენილი გეგმა გქონდეთ; ყველა წვრილმანის გათვალისწინებით. სამართლიანად იბრძოლეთ გამარჯვებისთვის!
ტყუპი – საინტერესო საუბარი გელით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან. ეცადეთ, კითხებს გასცეთ პასუხი და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არ გააჩინოთ. მეტად დააფასეთ თქვენი თავი და იდეები.
კირჩხიბი – ერთად შეკრიბეთ ყველაფერი ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და მეტად გაუფრთხილდით. მეგობრები და ნათესავები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.
ლომი – უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ დროში შეზღუდული ხართ. ნუ მოცდებით, გართობაზე, თორემ რამე გამოგეპარებათ.
ქალწული – მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მცირე დაბრკოლებებსა და უხერხულ მომენტებს. მოერიდეთ თამამ გამონათქვამებსა და თამამი ნაბიჯების გადადგმას.
სასწორი – უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დაიკმაყოფილეთ ინტერესი, მაგრამ ძირითადი ვალდებულებები შეუსრულებელი არ დაგრჩეთ.
მორიელი – თუ დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ კარგია, აქტიურად იმოქმედეთ. თქვენი ყოველი ნაბიჯი გააზრებული და გათვლილი უნდა იყოს. მცირე ავანტიურაც დასაშვებია.
მშვილდოსანი – თუ ადამიანის გაცნობა გსურთ, სხვას რატომ ელოდებით? მიდით, წარუდგინეთ საკუთარი თავი და მისი აზრებიც მოისმინეთ. მერე გადაწყვეტთ, გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება თუ არა.
თხის რქა – მზად ხართ კამათის, აზრთა გაცვლისა და საუბრისთვისაც კი. განსაკუთრებით საღამოს გაგიმართლებთ, როცა საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.
მერწყული – კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგიტანთ დაწყებული საქმეების დასრულება. თუ საჭირო გახდება, ლიდერის თვისებები უნდა გამოვლინოთ და კოლეგებში ვალდებულებები სწორად გადაანაწილოთ.
თევზები – დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა ენერგიულად შეუდგეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი.