ვერძი – საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალგაცნობილებთან კონტაქტი და ახალი იდეების განხილვა-დაგეგმვა.
კურო – მეტად გაბედული უნდა იყოთ, თორემ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შეადგინეთ დღის განრიგი, იყავით დიპლომატიური და მეტად გააქტიურდით.
ტყუპი – შეიძლება ადამიანი, რომელიც მოგწონთ, ვერ ბედავს თქვენთან მოახლოებას. ამიტომ, თავად უნდა გადადგათ ნაბიჯი. იყავით მეტად მიზანმიმართული, როცა საქმე საქმეების მოგვარებას ეხება.
კირჩხიბი – ურთიერთობის, კონტაქტების დღეა. შეიძლება ძველ მეგობრებს, კოლეგებს შეხვდეთ და ახალი იდეები გაგიჩნდეთ, ახალი პროექტები დაგეგმოთ. კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად.
ლომი – შეიძლება გარშემო სიტუაცია იდეალური არაა, მაგრამ გეგმის განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. საღამოს დაუგეგმავი საყიდლები გელით.
ქალწული – მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი გელით.
სასწორი – ცვლილებების დღეა – სამსახურში, სასწავლებელში, სახლში, პირად ურთიერთობაში. შეიძლება “მამებისა და შვილების” კონფლიქტის მოგვარებამ მოგიწიოთ.
მორიელი – გეგმები შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეგეცვალოთ. გლობალური საკითხების მოგვარებისას ნურც დეტალებს დაივიწყებთ. ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ. ამიტომ ამის გამო თავს ნუ დაიტუქსავთ.
მშვილდოსანი – დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ შესასრულებელი. აკონტროლეთ სიტუაცია და გარშემო მყოფები. უმჯობესია, გონიერ ადამიანებთან ერთად გაწევრდეთ და ერთად იმუშაოთ.
თხის რქა – ახალი პროექტები ქაოსს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ მოვლენებს.
მერწყული – თქვენი საქმე საუკეთესოდ უნდა შეასრულოთ და არავის აინტერესებს, რამდენი ღამე გაათენეთ თეთრად. გაეჯიბრეთ მხოლოდ ღირსეულებს.
თევზები – გარშემო მყოფები თქვენით დაინტერესდებიან. საქმეები, რომელსაც დღეს დაგავალებენ, ჯერ კარგად გაიაზრეთ და მერე გააკეთეთ. იგივე ეხება თქმასა: ჯერ დაფიქრდით და მერე გაეცით გონივრული პასუხი.