ვატიკანში პრესკონფერენციაზე ელექტრონული კრიალოსანი და ჭკვიანი ჯვარი წარადგინეს. კრიალოსანი შავი აგატისა და ჰემატიტის 10 მძივისგან შედგება. მისმა მფლობელმა ჩასართავად პირჯვარი უნდა გადაიწეროს. ჯვარში კი ჩიპია მოთავსებული, რომელიც მომხმარებლის მონაცემებს აგროვებს.
კრიალოსანი მობილურ აპლიკაციას უკავშირდება, რომელიც iOS-სა და Android-ზეა ხელმისაწვდომი. ჭკვიანი კრიალოსნის ყიდვა მსურველებს 99 ევროთ შეუძლიათ.
წყარო:engadget