ვერძი – უმჯობესი იქნება, თუ ცოტა ხნით საპასუხისმგებლო საქმეებს სხვებს გადააბარებთ. ნუ აქცევთ ადამიანის რეგალიებსა და ტიტულებს ბევრ ყურადღებას.
კურო – არ ჩაერიოთ არავის კონფლიქტში და უფრო მეტიც, არ დაიჭიროთ არც ერთი მხარის პოზიცია. არ შეულახოთ ახლობლებს თავმოყვარეობა.
ტყუპი – ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს, ახლობლების საქმეების მოგვარებას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. არავის არაფერი ურჩიოთ, ვინ აქცევს ყურადღებას სხვის რჩევებს?..
კირჩხიბი – გარშემო მყოფებისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება იმ გასაღებს მიაგნოთ, რაც საიდუმლოებების ამოხსნაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ ერუდირებულ ადამიანებს.
ლომი – კარგი დღეა სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა გელით. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.
ქალწული – გარშემო მყოფებს ვარდისფერი სათვალით უყურებთ და შეიძლება მათ ისე მოგატყუონ, რომ ვერც მიხვდეთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან.
სასწორი – გარშემო მყოფები საჩუქრებითა და სიურპრიზებით, ხოლო ახლობლები მზრუნველობით გაგანებივრებენ და დატკბით ბედნიერებით.
მორიელი – არ ჩაერიოთ ჩხუბში. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებსა და ხმებს. დააკვირდით, გარშემო მყოფების საქციელს და გაიგებთ მათ რეალურ ინტერესებს.
მშვილდოსანი – საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. შეიძლება საჩუქრებიც მიიღოთ ან გამოცდილება. ზოგიერთს ახალი სპონსორი გამოუჩნდება და თავისი იდეების განხორცილებას შეძლებს.
თხის რქა – დაფიქრდით, შეიძლება ზედმეტმა ორგანიზებულობამ კარგი შედეგი არ მოგიტანოთ და გარშემო მყოფებთან უსიამოვნებას გადაგყაროთ. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი.
მერწყული – ნუ დასვამთ ისეთ კითხვებს, რომ პასუხებმა გული გატკინოთ. იყავით მეტად ორიენტირებული ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი სპორტდარბაზში ჩაეწერება.
თევზები – შეიძლება სწორედ დღეს განახორციელოთ ის იდეა/გეგმა, რომელიც წლების წინ გაგიჩნდათ. იყავით ზომიერად ამბიციური. აკეთეთ ის საქმე, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს.