საბავშვო ევროვიზიის მონაწილის გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერა ინტერნეტჰიტია(ვიდეო)

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილის – გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერა “გვინდა, გვიყვარდეს” (We Need Love) ინტერნეტჰიტად იქცა. სოციალურ ქსელში ვიდეორგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის “გვინდა, გვიყვარდეს” ავტორი – დავით ევგენიძეა, კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, ხოლო  მხატვარი შაკო პოპიაშვილია.

გიორგი როსტიაშვილი საბავშვო კონკურსის “რანინას” მეორე სეზონის გამარჯვებულია. საბავშვო ევროვიზია 2019  პოლონეთში 24 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები