მოგზაურობის შესახებ შექმნილ ვიდეო-პორტალი “Insider “-ი ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ყველის ნაირსახეობათა შორის მეგრული სულგუნიცაა შესული. ვიდეოს ტიტრებში აღნიშნულია, რომ ყველი საქართველოს რეგიონის, სამეგრელოს პროდუქტია.
“ქართული სულგუნის ყველი მზადდება ძროხის პასტერიზებული, თხის ან კამეჩის რძისგან, მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა კერძში, მათ შორის, ხაჭაპურში“, – აღნიშნულია ვიდეოში.
მეგრული სულგუნის გარდა, ვიდეოში საუბარია იტალიურ მოცარელაზე, ინგლისურ ჩედარსა და სხვა სახეობებზე.