“მე ეს ბავშვი მაინც არ მინდოდა”- ბავშვზე ძალადობის შოკისმომგვრელი კადრები

სოციალურ ქსელში ბავშვზე ძალადობის შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს დედა მცირეწლოვან შვილზე. ქალი, რომელიც ვიდეოში ჩანს ტიბრეშა სექსტონია და იგი საკუთარ შვილს ცალი ხელით ზემოთ-ქვემოთ წევს, მეორეთი კი სიგარეტს ეწევა.

აღნიშნული ქმედების დროს სექსტონს ფეისბუქ ჩართვა ჰქონდა, რის შედეგადაც ვიდეო სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პოლიციას გადაუგზავნეს. მოძალადე დედა პოლიციამ მალევე დააკავა.

“მე მაინც არ მინდოდა ეს ბავშვი”,- განაცხადა ქალმა პოლიციასთან. ამის შესახებ ინფორმაციას WTVC იტყობინება.

https://www.youtube.com/watch?v=eqPCnHvgJhs

კომენტარები

სხვა სიახლეები