„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ფილმის წარსადგენად გამგზავრებული მსახიობები ია სუხიტაშვილი, მიშა მესხი და გიორგი ნაკაშიძე დახმარებას ითხოვენ. როგორც ია სუხიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, 20 საათზე მეტია სტამბოლის აეროპრტში იმყოფებიან, რადგან დიდთოვლობის გამო ყველა რეისი გადადებულია.
„ვითხოვთ სასწრაფოდ დახმარებას. სტამბოლის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია ჩავრჩით საშინელი, დიდი თოვლის გამო. ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით. კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება. მომწერეთ პირადში. თოვლი იმატებს და იმატებს. გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ „ოსკარზე“. წინაწარ მადლობას გიხდით“, – წერს სუხიტაშვილი.